საუკეთესო ქვეყნები პენსიონერებისთვის - როგორია 2022 წლის მდგომარეობა

Natixis Investment Managers-ისა და CoreData Research-მა 2022 წლის მონაცემებით გლობალური საპენსიო ინდექსი (GRI) გამოიკვლია და მსოფლიოს 44 ქვეყანა შეაფასა.

საინტერესოა, სად არის ყველაზე ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობები პენსიონერებისთვის?

გაანალიზებული 44 ქვეყნიდან ინდოეთს აქვს ყველაზე დაბალი საერთო ქულა, ხოლო საფრანგეთი ზედიზედ მეორე წელია რეიტინგის ტოპ 25-ში ყველაზე დაბალ საფეხურზე რჩება.

ესტონეთი ბოლო ინდექსში ადგილს იკავებს ფინანსების ქვეინდექსის მიხედვით, რომელიც მოიცავს ინფლაციას, საგადასახადო ზეწოლას, საპროცენტო განაკვეთებს და სხვა.

სამხრეთ კორეა ერთი ადგილით ქვემოთაა. სამხრეთ კორეას დაბალი ქულა აქვს სამ განზომილებაში: ბიომრავალფეროვნება, ბედნიერება და გარემო.

იაპონია, წლევანდელ GRI-ში ერთი პოზიციით დაწინაურდა, იგი ჯანდაცვის ქვე-ინდექსის პირველ ადგილს იკავებს. ეს ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია (85,03 წელი Worldometer-ის მიხედვით) და ასევე აქვს სანიმუშო ჯანდაცვის სისტემა.

ბელგია ინარჩუნებს 21-ე ადგილს, თუმცა მისი საერთო ქულა ოდნავ დაბალია 2020 წელთან შედარებით. მალტა არ მიიწევს წინ, მაგრამ მაინც დაბალი ქულები აქვს GRI-ის ბოლო გამოცემაში. ისრაელს აქვს მატერიალური კეთილდღეობის კარგი მაჩვენებლები. იმავდროულად, მისი ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის რეიტინგები სტაბილურია.

გაერთიანებული სამეფო რეიტინგში მე-18 ადგილზეა. აშშ ასევე ერთი პოზიციით დაქვეითებულია წელს. ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი ვარდნა COVID-19-ის ზემოქმედების გამო დაფიქსირდა. სლოვენიამ გააუმჯობესა მატერიალური კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ქვე-ინდექსები.

მე-15 ადგილზე მყოფი ფინეთი პირველ ადგილზეა ცხოვრების ხარისხის ქვეინდექსით. იგი აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად. ჩეხეთი სტაბილურად იგივე ადგილს ინარჩუნებს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სიძლიერე მატერიალური კეთილდღეობაა, რისთვისაც იგი პირველ ადგილზეა დასაქმების ინდექსში შემავალ ყველა ქვეყანას შორის.

მე-13 ადგილი- შვედეთმა, მე-12 ავსტრიამ, მე-11 კი ლუქსემბურგმა დაიკავა.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მიმზიდველ ქვეყანას პენსიონერებისთვის:

  • კანადა
  • დანია
  • გერმანია
  • ავსტრალია
  • ახალი ზელანდია
  • ნიდერლანდები
  • ირლანდია
  • ნორვეგია
  • შვეიცარია
  • ისლანდია

(წყარო - -lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი