ვალეში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

"ვალეს" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთიდან ირანის მოქალაქე ბ.ჰ შემოვიდა, რომლის ავტომობილის დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 19 აბი იპოდოლი (IPODOL-100), 11 აბი ტიდოლი (T-DOL-100) , 10 აბი ტრამადოლი (TRAMADOL-100), 10 აბი ტრამავისი (TRAMAVIS-200) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.