Bloomberg: აშშ რუსეთისთვის high-tech პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის საკითხს განიხილავს

აშშ განხილავს რუსეთისთვის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდების შეზღუდვას, იმ შემთხვევაში, თუ ის თავს დაესხმევა უკრაინას. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის ადმინისტრიაცია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შეზღუდვასთან ერთად ასევე განიხილავს იმ ტიპის მიკროელემენტების ექსპორტის აკრძალვას, რომელიც დამზადებულია ამერიკული ტექნოლოგიით ან პროგრამული უზურნველყოფით. პროდუქციის ჩამონათვალი, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს აკრძალვა, მერყეობს სმარტფონებიდან და სათამაშო კონსოლებიდან, აიონიკამდე და ტელევიზორებამდე.

როგორც სააგენტო წერს, ამ გზით აშშ-ს სურს გამოიყენოს მისი ტექნოლოგიური უპირატესობა, იმისათვის, რომ დარტყმა მიაყენოს რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო სექტორს, ასევე მის ამბიციებს ტექნოლოგიურ სფეროში.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯერ კიდევ შაბათს ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, მის წინააღმდეგ ამოქმედდება „ფინანსურ-ეკონომიკური უმძიმესი სანქციები“. ამერიკული მედიის ცნობით, არაა გამორიცხული რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდეს ჩრდ. კორეის და კუბის ტოლფასი სანქციები.

კოკა კვირკველია