iPhone 15 წლისაა - როგორ იცვლებოდა ამ პერიოდში მისი როლი Apple-ში

ამ დღეებში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად, პოპულარულ სმარტფონს 15 წელი შეუსრულდა. კომპანია Apple-ის დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა პირველი თაობის IPhone 2007 წლის 9 იანვარს სან-ფრანცისკოში „მისქოუნ-ვესტის“ სცენაზე წარმოადგინა და თქვა, რომ ეს არის „რევოლუციური მობილური ტელეფონი“ და „რაღაც სრულიად განსხვავებული“ მოწყობილობა ინტერნეტ კავშირისთვის. ჯობსმა ეს სიტყვები ორჯერ გაიმეორა და შემდეგ გვამცნო, რომ საუბარი იყო ბრენდის ახალ პროდუქტზე, რომელსაც ეწოდა IPhone და რომელსაც ჰქონდა 3,5-დიუიმიანი სენსორული ეკრანი და 2-მეგაპიქსელიანი კამერა.

5 ფაქტი იმაზე, თუ როგორ გახადა IPhone-მა კომპანია Apple ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია მსოფლიოში:

ფაქტი პირველი - iPhone-მა ძირეულად შეცვალა ტელეფონების დიზაინი

iPhone-მდე მობილური ტელეფონები სულ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ, მათ კი ჰქონდათ ინტერნეტში შესვლის ფუნქცია, თუმცა ვიზუალი განსხვავებული ღილაკებით და ანტენით, ასევე სტილუსით. iPhone გახდა პირველი ტელეფონი სენსორული ეკრანით, რაზეც ჯობსმა იხუმრა „ღმერთმა მოგვცა 10 სტილუსი. მოდი მეტი არ გამოვიგონოთ“.

სინამდვილეში ახალი სმარტფონის კრიტიკაც შესაძლებელი იყო. მისი რევოლუციურობის მიღმა მას არ ჰქონდა რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ჰქონდათ მის კონკურენტებს, მაგალითად, 3G, ვერ ჩაწერდი ვიდეოს, არ ჰქონდა ფრონტალური კამერა.

ფაქტი მეორე - ერთ წელიწადში გამოვიდა ახალი სმარტფონი და აპლიკაცია App Store, რომელმაც ასევე შეცვალა ბევრი რამ.

მეორე iPhone უკვე პროგრამაში სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს ითვალისწინებდა, რომლისთვისაც შეიქმნა სპეციალური „მაღაზია“ App Store, რომლის საშუალებით სხვა კომპანიებმაც შეძლეს აპლიკაციების შექმნა და განთავსება. სხვათა შორის, იმავე 2008 წელს გამოჩნდა, თუმცა რამდენიმე თვის დაგვიანებით, Google Play - Android-ის ონლაინ მაღაზია. App Store-მა შექმნა ახალი ბაზრები და პროფესიები აპლიკაციების შექმნაში საკუთარი ოპერციული სისტემისთვის iOS.

ფაქტი მესამე - სწორედ iPhone-მა გახადა რეალურად Apple ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია

გასულ ერთ თვეში ორჯერ კომპანია Аpple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრლნ დოლარს მიაღწია. ის გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც ეს ნიშნული გადალახა. მანამდე მან 2018 წელს მიაღწია ტრილიონიან ნიშნულს, ხოლო 2020 წელს 2-ტრილიონიანს, რომლის შედეგად გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია,.

ფაქტი მეოთხე - Apple მეორე ადგილზეა გაყიდული სმარტფონების რაოდენობით

Apple - მსოფლიოში მეორე კომპანიაა Samsung-ის შემდეგ გაყიდული სმარტფონების რაოდენობით, ხოლო iOS-ის წილი ბაზარზე მეოთხედია.

ფაქტი მეხუთე - მომხმარებლები საკუთარ ძველ IPhone-ებს ცვლიან ახლებზე და არ გადადიან Android-ზე

2010 წელს IPhone-ით 125 მლნ ადამიანი სარგებლობდა, 2020 წლისთვის კი მათი რიცხვი მილიარდზე მეტია. ყოველ წელს Apple ახერხებს, მოიზიდოს 20-30 მლნ iPhone-ის ახალი მომხმარებელი და როგორც Вusiness Insider წერს, ისინი შემდეგ წლებშიც ერთგულები რჩებიან ბრენდისადმი და არ გადადიან სხვა ბრენდებზე.

კოკა კვირკველია