Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0845 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0845 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0872 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 10 იანვრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0900 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5000 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.