ამირან გამყრელიძე - გიდასტურებთ, რომ ეს არის „ომიკრონის“ შიდა გავრცელება, ეს აღარ არის იმპორტირებული შემთხვევები

ქვეყანაში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორილად დადასტურებული შემთხვევების კონტაქტის მოძიება ჯერჯერობით ხერხდება.

"გიდასტურებთ, რომ არის შიდა გავრცელება. ეს აღარ არის იმპორტირებული შემთხვევები", - განაცხადა გამყრელიძემ.