Bolt-ის კაპიტალიზაცია 7,4 მლრდ ევრომდე გაიზარდა

მულტიაპლიკაცია Bolt-მა თავის ისტორიაში დაფინანსების ყველაზე დიდი რაუნდი გამოაცხადა, რომელშიც კომპანიამ 628 მლნ ევრო მიიზიდა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც უკრაინული პორტალი, Новое Время ავრცელებს.

საინვესტიციო რაუნდს სათავეში Sequoia Capital და Fidelity Management and Research Company ჩაუდგნენ, ხოლო მასში მონაწილეობას Whale Rock, Blue Owl-ის განყოფილება Owl Rock, D1, G Squared, Tekne, Ghisallo და სხვა კომპანიები იღებდნენ.

Bolt-ის ღირებულება 7,4 მლრდ ევრომდე გაიზარდა.

მიზიდულ თანხას კომპანია თავისი პროდუქტების შემდგომი მასშტაბირებისთვის გამოიყენებს. ასევე, დაჩქარდება ქალაქებში კერძო მანქანებიდან car-sharing-ზე, მანქანების გაზიარების სერვისზე გადასვლა.

გასულ თვეში Bolt-მა ელექტრო სკუტერების გაზიარების უდიდეს ევროპულ ქსელში უსაფრთხოების უამრავი ახალი ფუნქციის დანერგვა დააანონსა.

Bolt-ის პროდუქციას 45 ქვეყანაში, ევროპისა და აფრიკის 400-ზე მეტ ქალაქში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიას არა მხოლოდ ტაქსის, არამედ ელექტრო სკუტერების გაზიარების, მანქანების Bolt Drive sharing-ის, რესტორნებიდან საკვების მიწოდება Bolt Food-ისა და მაღაზიებიდან 15 წუთში სურსათის მიტანის Bolt Market-ის სერვისებიც აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ