მსესხებლების 12,1%-ს საქართველოში ვადაგადაცილება უფიქსირდება

საქართველოში მსესხებლების 12,1%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2021 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 515 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 412 097-ს შეადგენს. საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 884 295 ადამიანს აქვს, ჯამში 31 780 857 938 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 87,4% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 29 085 053 178 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 647 004 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 621 672 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 199 583 044 ლარს შეადგენს. კიდევ 20 191 ადამიანს კი, ჯამში, 496 221 716 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

თაია არდოტელი