ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, "ეროვნული სატყეო სააგენტოს" სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.