მარიხუანამ ამერიკის ცალკეულ შტატებს 10,4 მლრდ დოლარის შემოსავალი მოუტანა

აშშ-ის იმ შტატების ბიუჯეტებმა, სადაც მარიხუანას გაყიდვები ლეგალიზებულია, 2014-2021 წლებში დამატებით 10,4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღეს იმ კომპანიების გადასახადებისგან, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანზაიცია The Marijuana Policy Project ავრცელებს.

მხოლოდ 2021 წელს ამ შტატების ბიუჯეტში 3 მლრდ დოლარის შემოსავალი შევიდა. ამასთან, ბევრ შტატს ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია ანგარიშები ბიუჯეტის შემოსულობებზე ამ დარგიდან.

„შტატები, სადაც მოხდა მოზრდილებისთვის მარიხუანას ლეგალიზება, ახლა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ნახულობენ. მოსაკრებლები მიემართება მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამებისკენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ასე მაგალითად, შტატმა კოლორადო, რომელიც პიონერი შტატია მარიხუანას ლეგალიზებაში, მთელი ამ ხნის განმავლობაში 472 მლნ დოლარი დახარჯა საერთო განათლების სკოლებში სისტემის გაუმჯობესებაზე, შტატ ვაშინგტონში კი 600 მლნ მიმართეს ჯანდაცვაზე, მათ შორის, დაბალშემოსავლიანი ოჯახების დაზღვევაზე.

ილინოისის შტატის წარმომადგენლების განცხადებით კი, მარიხუანას მოსაკრებლიდან შემოსულობებმა გადააჭარბა ალკოჰოლის გაყიდვებიდან მიღებული მოსაკრებლის შემოსავალს. შტატი შემოსავლების 20%-ს მოსახლეობის ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამებზე ხარჯავს, ხოლო 25%-ს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებზე.

კოკა კვირკველია