მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტობუსების პარკის განახლება იგეგმება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2021 წლის ნოემბერში, 5 ახალი ,,ისუზუს“ ტიპის, ევროპული სტანდარტების, დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეიძინა, რომლებიც 2022 წლის მარტიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ხაზზე მოემსახურება მოქალაქეებს.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების საერთო ღირებულება 1 498 500 ლარს შეადგენს. ეტაპობრივად, კვლავ იგეგმება ახალი ავტობუსების შეძენა, რის შემდეგაც სრულად დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნა ტრანსპორტზე.