Microsoft-მა საკუთარი ჩიპების შემუშავებისთვის Apple-ს ინჟინერი დაიქირავა

Microsoft-მა კომპანია Apple-ის საკვანძო ინჟინერი დაიქირავა, რათა თავისი სერვერებისთვის ჩიპები შეიმუშავოს. ინფორმაციას Bloomberg News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროგრამულმა გიგანტმა ჩიპების ინდუსტრიის ვეტერანი, მაიკ ფილიპო დაიქირავა, რომელიც Apple-ში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

Microsoft თავისი სერვერებისთვის შიდა პროცესორებზე მუშაობს, რომლებიც მის ღრუბლოვან გამოთვლით სერვისებსა და პერსონალური კომპიუტერების Surface ხაზზე მუშაობენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს 2020 წლის დეკემბერში წერდა.

ღრუბლოვანი გამოთვლები მეტწილად Intel-სა და Advanced Micro Devices-ზე არიან დამოკიდებული, რომლებიც Azure ღრუბლოვანი კომპიუტერული სერვისებისთვის და Surface PC-ებისთვის ჩიპებს აწარმოებს.

მაიკ ფილიპოს დაქირავებით Microsoft თავისი სერვერებისთვის საკუთარი ჩიპების შექმნას აჩქარებს, რომლებიც Azure-ის ღრუბლოვანი გამოთვლით სერვისებს გააძლიერებს. LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, ფილიპომ კარიერა 1996 წელს, AMD-ში პროცესორების დიზაინერად დაიწყო. Apple-ში გადასვლამდე ის Intel-სა და ბრიტანეთში დაფუძნებულ ARM-ში მუშაობდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ