იანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

მომდევნო კვირის მონაცემებით დადგინდება, რამდენად შემცირებული ან გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო კვირაში იანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი. "მომდევნო კვირაში გვექნება იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი. ასევე, გვექნება იანვრის თვის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ჩვენ შეგვეძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად გაზრდილი ან შემცირებულია სავაჭრო დეფიციტი", - განაცხადა ქადაგიძემ.