ქანიე უესტი მისი უახლესი Yeezy Gap კოლექციისთვის თანამშრომლობას Balenciaga-სთან გეგმავს

ქანიე უესტი მისი უახლესი Yeezy Gap კოლექციისთვის ძალებს Balenciaga-სთან აერთიანებს. მილიარდერი რეპერის თქმით, ეს მისი ახდენილი ოცნებაა.

როგორც ცნობილია, კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. უესტმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მან იპოვა ინოვაციური გზა, რათა ყველას შესთავაზოს ხელმისაწვდომი ფუფუნება, ეს ფუფუნება კი მის საყვარელ ბრენდთან, Balenciaga-სთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

რეპერმა ათწლიანი კონტრაქტი Gap-თან 2020 წელს გააფორმა. ახალ პროდუქტს ოფიციალურად Yeezy Gap Engineered by Balenciaga ჰქვია და ივნისში გამოვა.

West Vogue-თან ინტერვიუში ქანიემ გაიმეორა, რომ პროექტი მისი ხედვის განსახიერება Gap-თან და Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორთან, დემნა გვასალიასთან მუშაობის შედეგია.

Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ კი აღნიშნა, რომ ეს პროექტი მათთვის ნამდვილი გამოწვევაა, რადგან მას ყოველთვის მოსწონდა Gap-ის ბრენდის ხელმისაწვდომობა.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი