ქვეყნები, რომლებსაც 2031 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ექნებათ - Cebr-ის კვლევა

მომავალი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში მსხვილი ცვლილებები განხორციელდება. რეიტინგი შედგენილია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრის მიერ (Cebr), სადაც წარმოდგენილია „სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური საზომი“, რაც 2031 წლისთვის გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა.

წარმოგიდგენთ 25 ქვეყანას, რომლებიც დიდი ალბათობით, 2031 წლისთვის მსოფლიოს ეკონომიკური პირამიდის სათავეში მოექცევიან.

25 ადგილზე გავიდა ნიგერია, მოსალოდნელია, რომ მთლიანი მშპ 922 მილიარდი დოლარი იქნება. ამჟამად, ნიგერია 2022 წლის ლიგის ცხრილის 27-ე ადგილზეა. პროგნოზი განპირობებულია იმით, რომ ნიგერიაში 2030 წლისთვის მრავალი ინფრასტრუქტურული მეგაპროექტის დასრულება იგეგმება.

24 ადგილი ვიეტნამმა დაიკავა. მისი მომავალი მშპ 1.02 ტრილიონი დოლარი იქნება.

23 - ტაილანდი, მომავალი მშპ: 1,022 ტრილიონი დოლარი. 22 - ტაივანი, მომავალი მშპ: 1.07 ტრილიონი დოლარი. 21- პოლონეთი, მომავალი მშპ: 1,2 ტრილიონი დოლარი. 20- შვეიცარია, მომავალი მშპ: 1.21 ტრილიონი დოლარი. 19- თურქეთი, მომავალი მშპ: 1.32 ტრილიონი დოლარი. 18- საუდის არაბეთი, მომავალი მშპ: 1.39 ტრილიონი დოლარი. 17- ნიდერლანდები, მომავალი 1.53 ტრილიონი დოლარი. 16 - მექსიკა, მომავალი მშპ: 1.9 ტრილიონი დოლარი. 15- ესპანეთი, მომავალი მშპ: 2.2 ტრილიონი დოლარი. 14- ინდონეზია, მომავალი მშპ: 2.6 ტრილიონი დოლარი. 13 - რუსეთი, მომავალი მშპ: 2.61 ტრილიონი დოლარი. 12- ავსტრალია, მომავალი მშპ: 2.64 ტრილიონი დოლარი. 11- სამხრეთ კორეა, მომავალი მშპ: 2.85 ტრილიონი დოლარი.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

10. იტალია, მომავალი მშპ: 3.01 ტრილიონი დოლარი. პროგნოზირებულია, რომ იტალია 2031 წლისთვის რეიტინგში ორი პოზიციით ჩამოიწევს და ათეულში მოხვდება.

9. კანადა, მომავალი მშპ: 3.02 ტრილიონი დოლარი. ვარაუდობენ, რომ 2031 წელს კანადა შეინარჩუნებს შესანიშნავ პოზიციას. თუმცა, 2034 წლისთვის ინდონეზიასთან დამარცხდება და 2036 წელს ის მე -11 ადგილზე იქნება.

8. ბრაზილია, მომავალი მშპ: 3.07 ტრილიონი დოლარი. ბრაზილიის ეკონომიკა ნელ-ნელა აგრძელებს წინსვლას.

7. საფრანგეთი, მომავალი მშპ: 4.18 ტრილიონი დოლარი. საფრანგეთი 2031 წელს პოზიციას არ შეიცვლის, თუმცა ტექნოლოგიური ზრდის შედეგად მშპ გაიზრდება 4 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება.

6. დიდი ბრიტანეთი, მომავალი მშპ: 4.57 ტრილიონი დოლარი. ამჟამად დიდი ბრიტანეთის მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი ეკონომიკა, 2031 წლისთვის ლიგაში მეექვსე ადგილზე ჩამოვა.

5. გერმანია, მომავალი მშპ: 6.32 ტრილიონი დოლარი. მოსალოდნელია, რომ 2031-2036 წლებში იგი გაუსწრებს იაპონიას.

4. იაპონია, მომავალი მშპ: 6.54 ტრილიონი დოლარი. ჯერ კიდევ 2006 წელს, იაპონიას ეკავა მეორე ადგილი. 2031 წლის ის იქნება მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

3. ინდოეთი, მომავალი მშპ: 6.82 ტრილიონი დოლარი. ინდოეთი აპირებს მომავალი ათწლეულის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ტემპი შეინარჩუნოს.

2. აშშ, მომავალი მშპ: 35.45 ტრილიონი დოლარი. 2031 წლის პროგნოზიდან ყველაზე მოულოდნელი აშშ-ის მეორე ადგილზე გადასვლაა. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ეკონომიკა 1890 წლიდან მსოფლიოში ყველაზე დიდია.

1. ჩინეთი, მომავალი მშპ: 37.61 ტრილიონი დოლარი. ინვესტიციებით დაწყებული, ინფრასტრუქტურით და ტექნოლოგიებით დამთავრებული, ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარის ჩათვლით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთი საოცრებას მოახდენს.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი