ბექა ოდიშარია - ძალიან მალე ჩვენს საზოგადოებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ახალ საკანომდებლო ინიციატივებს შევთავაზებთ

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა ონლაინ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე დიასპორის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის საკითხზე იმსჯელეს.

„ჩვენ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად არსებულ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ, რომელიც მოძველებულია და ეხება უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს. მომვალ შეხვედრაში პარლამენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ძალიან მალე შევთავაზებთ ახალ ინიციატივებს ჩვენს საზოგადოებასა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს", - განაცხადა კომიტეტის თავჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.