აქცია მხოლოდ 10 ბინაზე გლდანში - „ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ შეთავაზება

„ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ პროექტში გაყიდვები დასკვნით ეტაპზე გადადის. როგორც დეველოპერულ კომპანია ტერასა ჯგუფში განმარტავენ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბინების 85% პროცენტი უკვე გაყიდულია.

დარჩენილი ბინებიდან კი მხოლოდ 10 მათგანზე კომპანია 31 იანვრამდე სპეციალურ პირობებს გთავაზობთ: 2-წლიანი შიდა უპროცენტო განვადება და გადახდის თქვენზე მორგებული პირობები.

ამ დროისთვის კონსტრუქციული მონოლითის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინების თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მობინადრეებს ბინები მალე ჩაბარდებათ და სარემონტო სამუშაოების დაწყების საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ დარჩენილ პროექტებს შორის სტუდიოს ტიპის ბინების ფართო არჩევანია - 38,5 კვ.მ-დან 57 კვ.მ-მდე, რომლებიც ახლადშექმნილი ოჯახებისათვის ან გასაქირავებლად იდეალურია. „ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ მდებარეობს ქერჩის ქუჩაზე, გლდანის ახალი გამგეობის გვერდით, ახმეტელისა და სარაჯიშვილის მეტროების მიმდებარედ, სადაც ქირავნობის ღირებულება ყველაზე მაღალია.

271719789-456776815846808-336537690288791173-n-1642143414.jpg

„ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ სახურავზე, საიდანაც დედაქალაქის პანორამული ხედები იშლება, მოწყობილია საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე უფროსებისთვის.

„ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ აშენდა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, პროექტში დაცულია ხმისა და თბოიზოლაცია, სახანძრო უსაფრთხოება და გათვალისწინებულია ყველა ის დეტალი, რაც მშვიდად და კომფორტულად ცხოვრების საშუალებას მოგცემთ.

პროექტის 10 ბინაზე შეთავაზება მხოლოდ 31 იანვრამდე გრძელდება - იჩქარეთ, ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზებით და დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალ სახლში!

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ.

2-1642143458.jpg

(R)