მთის კურორტების განვითარების კომპანია ბაკურიანში სასრიალო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ბაკურიანში სასრიალო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 იანვარს, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტის სათხილამურო არეალებში.

"თოვლმა და ტემპერატურამ საშუალება მოგვცა, გვეწარმოებინა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, ბაკურიანში სასრიალო სეზონის გასახსნელად.

ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შაბათს, 15 იანვარს, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტის სათხილამურო არეალებში", -აღნიშნულია ინფორმაციაში.