Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0758 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0758 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0790 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 13 იანვრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0866 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5376 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.