რა ცვლილებები ამოქმედდება ავტობუსებში

ავტობუსის კონდუქტორების ნაწილი კონტროლიორის ფუნქციას შეითავსებს და უბილეთო მგზავრობას ავტობუსის გაჩერებებზე გააკონტროლებს, ხოლო ნაწილი პარკირების ინსპექტირებასაც განახორციელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მერიაში განუმარტეს, ამ ცვლილებების შედეგად კონდუქტორთა ანაზღაურება გაიზრდება.

მათივე ინფორმაციით, კვლავ იქნებიან კონდუქტორებიც, რომლებიც მგზავრებს ავტობუსებში შეამოწმებენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ცვლილებები, სავარაუდოდ, მარტიდან განხორციელდება.