19 იანვრიდან რუსეთში საექსპორტო ხორბალზე გადასახადი მცირდება

19 იანვრიდან რუსეთში საექსპორტო ხორბალზე საბაჟო მოსაკრებელი არსებული 98,2 დოლარიდან ტონაზე 97,5 დოლარამდე მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი კლება 2022 წლის 21 სექტემბრის შემდეგ.

რაც შეეხება ქერის საბაჟო გადასახადს, ის არსებული 86,2 დოლარიდან შემცირდება 79 დოლარამდე, ხოლო სიმინდის 67,7 დოლარიდან 46,1 დოლარამდე ტონაზე.

ხორბლის გადასახადზე ფასის დადგენა მოხდა ინდიკაციური ფასის მიხედვით, რომლის თანახმადაც, 1 ტონა ხორბლის ღირებულება 339,3 დოლარია, 1 ტონა ქერის 297,9 დოლარი, ხოლო 1 ტონა სიმინდის - 250,9 დოლარი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საექსპორტო ბურღულეულზე ე.წ. მცურავი გადასახადი სატესტო რეჟიმში 2021 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა, საბოლოოდ ძალაში კი 2021 წლის 2 ივნისს შევიდა.

კოკა კვირკველია