თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის“ გავრცელებას, გარკვეულწილად შეიზღუდოს - რთულია ვისაუბროთ ღამის კლუბებისთვის შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე

ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის“ გავრცელებას, გარკვეულწილად შეზღუდული იქნას - ვიდრე მკვეთრად არ გამოიკვეთება სურათი, რისი უფლება შეიძლება მივცეთ თავს, ძალიან რთულია ვისაუბროთ ღამის კლუბებისთვის კიდევ დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იყო, რომ საახალწლო პერიოდში ღამის კლუბებს ემუშავათ, თუმცა, კორონავირუსის ახალმა შტამმა ვითარება შეცვალა.

„ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის“ გავრცელებას, გარკვეულწილად იქნას შეზღუდული ამ პირობებში. ამიტომ არის ის რეგულაციები და დამატებითი მოთხოვნები ღამის კლუბებთან მიმართებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გარკვეული დაშვება, რა თქმა უნდა, გვქონდა ღამის კლუბების გააქტიურებაზე საახალწლო დღეებში, თუმცა, ვიდრე მკვეთრად არ გამოიკვეთება სურათი საით მივდივართ და რისი უფლება შეიძლება თავს მივცეთ, ძალიან რთულია ვისაუბროთ კიდევ დამატებით შემსუბუქებებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.