პარლამენტის წევრებს  შესაძლოა, ხელფასი 5%-დან 20%-მდე დაექვითოთ - რას გულისხმობს წინადადება

პარლამენტის წევრებს შესაძლოა, ხელფასი 5%-დან 20%-მდე დაექვითოთ. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს მოქალაქე ზურა ვანიშვილმა მიმართა.

საკანონდებლო წინადადება გულისხმობს, რომ ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთგვარ დისციპლინურ სახდელად იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი პლენარულ ან კომიტეტის სხდომებს საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული წინადადების განხილვა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.

თაია არდოტელი