დეკემბერში საქართველოში 29.8 მლნ დოლარით მეტი თანხა გადმოირიცხა

2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი (711.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.9%-ით (29.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (103.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბრის (24.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.

თაია არდოტელი