ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 31 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 2.0557 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0576 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0019 ლარი შეადგინა.