,,იმედია გიმასპინძლებთ “რიყის დოქებში” მალე” - ,,ენდორფინი“ ეკონომიკის მინისტრს ობიექტის 1 ლარად გადაცემას სთხოვს

საცხობი „ენდორფინი“ ადგილზე საკუთარი ფილიალის გახსნას და უფუნქციოდ დარჩენილი შენობისთვის სიცოცხლის დაბრუნებას გეგმავს. ამისთვის კი, ცნობილი კვების ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მიმართავს და უძრავი ქონების 1 ლარად გადაცემას ითხოვს.

მათი თქმით, იმედი აქვთ, გადაწყვეტილება არ იქნება ნაჩქარევი და მიღებული იქნება სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესიდან გამომდინარე, რაც მათთვის, შენობის 1 ლარად გადაცემას გულისხმობს.

განცხადება ეკონომიკის მინისტრის სახელზე უკვე შეტანილია. ტექტს და ფესბუქ პოსტს ,,ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

,,მეგობრებო, ვისაც გსურთ რომ “რიყის დოქებში” გაიხსნას ენდორფინი, შემოვიდეს ორჯერ მეტი ტურისტი, რაც თავისთავად აამუშავებს რესტორნებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, საკურორტე ადგილებს, ტაქსებს და ზოგადად გააცოცხლებს ყველაფერს და ააგუგუნებს ეკონომიკას, გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი და თქვენს ფეისბუქ გვერდზე დათაგოთ ეკონომიკის სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ) და მიაწეროთ - “ რიყის დოქები 1 ლარად ენდორფინს”

მადლობა და იმედია გიმასპინძლებთ “რიყის დოქებში” მალე”, - ნათქვამია საცხობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

271969217-656998562311397-9088450907983758588-n-1642509620.jpg

თამარ მუკბანიანი