მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 46 კოვიდსასტუმრო და 2217 ნომერი ფუნქციონირებს

მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 46 კოვიდსასტუმრო და 2217 ნომერი ფუნქციონირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუმარტეს, უშუალოდ თბილისში განთავსებულია 26 კოვიდსასტუმრო, ჯამურად 1260 ოთახი.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის არსებულ თავისუფალ ადგილებს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ოთახია თავისუფალი, თუმცა აცხადებენ, რომ „ ქვეყანაში კოვიდსასტუმროების ნაკლებობის პრობლემა არ დგას“.

„თავისუფალი ოთახების რაოდენობა დინამიურია და ვითარებიდან გამომდინარე იცვლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 46 კოვიდსასტუმრო, 2217 ნომერი“, - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.