ქართული თაფლის ექსპორტი 696%-ით გაიზარდა

ქართული თაფლის ექსპორტი 696%-ით გაიზარდა. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული.

ამასთან, უწყების ცნობით, ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ, ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს წლიურად თაფლის ექსპორტის ღირებულება 436%-ით, მოცულობა კი, 696%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი 2016 წლიდან არის ნებადართული.

თაია არდოტელი