Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 89 დოლარს გასცდა

ICE ბირჟაზე Brent-ის მარკის მარტში მისაწოდებელ ნავთობის ფიუჩერსებზე ფასმა 1 ბარელზე 1,73%-ით მოიმატა და 89,02 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ მოწმობს ბირჟის მონაცემები, რომელზეც აღნიშნული ფასი დღეს დილის 04:48 საათზე დაფიქსირდა.

ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 89 დოლარს 2014 წლის ოქტომბერში გადააჭარბა.

უკვე 04:53 საათისთვის ფასი უკვე 88,95 დოლარი იყო ბარელზე.

რაც შეეხება ამერიკულ WTI- ტიპის ნავთობს, ისიც ბარელზე 1,71%-ით, 86,89 დოლარამდე გაძვირდა.

კოკა კვირკველია