რომელი ქვეყნები დაამატა აშშ-მ, მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის სიას

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის გავრცელების გამო მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნების სიას 22 მიმართულება დაამატა.

მედიის ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის, ანუ მე-4 დონის ქვეყნების სიას დაემატნენ, არიან: არგენტინა, ავსტრალია, ისრაელი, ალბანეთი, ეგვიპტე და სხვ.

შეერთებული შტატები ამა თუ იმ ქვეყანას მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის მიმართულებად იმ შემთხვევაში აფასებს, როდესაც იქ ბოლო 28 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.