"დისტრიმ" გამარჯვებულები დააჯილდოვა

სადისტრიბუციო კომპანია "დისტრიმ" ის 21 სავაჭრო ობიექტი გამოავლინა და დააჯილდოვა, ვინც გასული წლის განმავლობაში მათ მიერ მიწოდებული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა.

"დისტრის" ყველაზე აქტიური მომხმარებლების დაჯილდოება "ბიბლუს გალერიში" გაიმართა. გაყიდვების რაოდენობის მიხედვით, გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ 100, 200 და 300 ლარის ღირებულების ვაუჩერები გადაეცათ. გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სავაჭრო ობიექტს კი "დისტრიმ" 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. აღსანიშნავია, რომ "დისტრი" მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების ქაღალდის ჰიგიენურ პროდუქციას აწვდის. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ხელსაყრელ ფასად. პროდუქცია გათვლილია რამდენიმე სამომხმარებლო სეგმენტზე და ბაზარზე მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი.

როგორც კომპანია "დისტრის" ხელმძღვანელმა ზაზა ხაბეიშვილმა აღნიშნა, მათი კომპანია ბაზარზე დაახლოებით ერთი წელია გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში ფარავს როგორც თბილისში არსებულ სავაჭრო ქსელებს, ასევე პროდუქცია უკვე გააქვთ რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთის რეგიონსა და ქუთაისში.