ქუთაისში 7000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ქუთაისში 7000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მიზეზი ქსელში ტექნიკური პრობლემაა. მოსახლეობის თქმით, ზამთარში გათბობის სხვა საშუალება არ აქვთ და სიცივეში უწევთ ყოფნა.

"მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მოგვეწოდება. ზამთარია და გათბობის სხვა საშუალება არ გვაქვს. როგორც ვიცით, დაზიანებაა ქსელში", -აცხადებენ ადგილობრივები.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზის ტრანსპორტორების კომპანიას ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, რამაც წნევის ვარდნა გამოიწვია და გაითიშა აბონენტების ნაწილი. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დაწყებულია და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.