"მთის კურორტების განვითარების კომპანია" გუდაურში ერთდღიან აბონემენტებზე აქციას განახორციელებს

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებით, კომპანია გუდაურში საბაგიროს ერთდღიან აბონემენტებზე აქციას განახორციელებს.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, ერთდღიან აბონემენტებზე აქცია 2 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება. კერძოდ, აღნიშნულ დღეებში 16 წლამდე მოზარდებისთვის ერთდღიანი აბონემენტის ფასი 20 ლარის ნაცვლად იქნება 15 ლარი, ხოლო უფროსებისთვის 30 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.