ქვეყნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე იაფი ღირს

ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო იცვლის ხოლმე საცხოვრებელ სახლს, ზოგჯერ ქვეყანასაც კი. ყველას როდი აქვს საშულება ძვირადღირებულ აპარტამენტებზე იფიქროს, ხშირად საცხოვრებლად ყველაზე იაფ ადგილს ირჩევენ. ალბათ დაგაინტერესებთ, სად შეიძლება უძრავი ქონების ყველაზე იაფად შეძენა. გთავაზობთ 2020 წლის მონაცემებს.

ესტონეთი, პიუსი

estoneti3-1642688692.jpg

ამ ქალაქში ოთხოთახიან ბინას 2 600 ევროდ შეიძენთ.

egvipte4-1642688733.jpg

ეგვიპტე, ხურგადა

საცხოვრებელ კომპლექს ტიბა პლაზაში სტუდიოს ტიპის ბინას, გარემონტებულს 8 360 ევროდ იყიდით. საერთო ფართობი 28 კვ.მ.სახლთან ახლოს არის უფასო პლაჟი.

italia3-1642688773.jpg

იტალია, სკალეა

ზღვიდან სულ რაღაც 400 მ-ში სტუდიოს ტიპის ბინის შეძენა 13 000 ევროდ არის შესაძლებელი.

pineti2-1642688820.jpg

ფინეთი, ჰეინიავესი

სამოთახიან, გასარემონტებელ სახლს აქ 7 000 ევროდ იყიდით. საერთო ფართი 69 კვ.მ.

bulgareti2-1642688859.jpg

ბულგარეთი

აქ ოროთახიანი სახლის ფასი 29 000 ევროა. საერთო ფართი 45,5 კვ.მ.

განაგრძეთ წაკითხვა