Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0798 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0798 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0780 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 20 იანვრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0825 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4980 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.