ბილაინის აბონენტებისთვის სამი ახალი ციფრული მომსახურება გახდა ხელმისაწვდომი

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. კომპანია ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, თანამშრომლობს DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან DOT, რომელიც ციფრული კონტენტის დისტრუბუციას ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახორციელებს და თითქმის 1 მილიარდამდე მომხმარებელს აერთიანებს. პარტნიორობის ფარგლებში, ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტებით, მომსახურების საფასური კი მარტივად - მობულური ბალანსიდან გადაიხადონ.

ბილაინის აბონენტებისთვის სამი ახალი მომსახურება გახდა ხელმისაწვდომი:

1) Game Master - წარმოადგენს თამაშების პორტალს, სადაც ყოველდღიური გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებლები წვდომას მიიღებენ მობილურ თამაშებზე. მომსახურების ყოველდღიური საფასური 1 ლარს შეადგენს.

2) Health Academy - წარმოადგენს პორტალს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, მისი ყოველდღიური გამოწერის შემთხვევაში მომხმარებლები მიიღებენ რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების, კვებისა და ვარჯიშების შესახებ, ასევე წვდომას სხვადასხვა ექსკლუზიურ ვიდეო კონტენტსა და აპლიკაციებზე. მომსახურების ყოველდღიური საფასური 2 ლარს შეადგენს.

3) MoxiGames - წარმოადგენს თამაშების პორტალს, რომელზეც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ითამაშოს პოპულარული მობილური თამაშები, რეკლამებისა და გადმოწერის გარეშე. მომსახურების ყოველდღიური საფასური 1 ლარს შეადგენს.

ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს სარგებლიანი მომსახურებები. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მორგებულია მათ კომფორტსა და ინტერესებზე.

###

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com