ერთ თვეში საქართველოში საწვავის ღირებულება შემცირდა

მიუხედავად იმისა, რომ იანვრის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციას ავლენს და არსებული მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 86 აშშ დოლარს გადასცდა, საქართველოში საწვავის ღირებულება შედარებით მცირდება.

ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 0.92%- ით შემცირდა და საშუალოდ 3 ლარი შეადგინა. Super 95-ის ფასი 0.88%-ით შემცირდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,17 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 0.86%-ით შემცირდა Premium 98 ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,25 ლარი გახდა, ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები 0.92%-ით შემცირდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 3 ლარი შეადგინა. აქვე შეგახსენებთ, რომ premium ტიპის საწვავის ღირებულება super-ის ტიპის საწვავს აღემატება, რისი მიზეზიც მათი ოქტანობაა, კერძოდ პრემიუმის ოქტანობა 98-ია, ხოლო სუპერის- 95.

აქვე ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში 72%-ით შემცირდა და საშუალო ფასმა 1,95 ლარი შეადგინა.

ობიექტურობისთვის კი უნდა ითქვას, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ფასებმა ძალიან მცირედით დაიკლო, ხოლო საწვავის ღირებულება ქვეყანაში ისევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. მაგალითად, თუ წლიურ ჭრილს ავიღებთ, დავინახავთ, რომ ერთ წელში საწვავის ღირებულება საშუალოდ 54%-ით გაიზარდა.

ნოდარ სირბილაძე