ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირმა „მწვანე რელსებზე“ გადასავლისთვის წლიურად 360 მლრდ ევრო უნდა დახარჯოს

ევროკავშირმა წლიურად 360 მლრდ ევრო უნდა დახარჯოს მისი ენერგეტიკის ტრანსფორმაციაზე და მისი მწვანე რელსებზე გადასასვლელად - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ვირტუალურ დისკუსიაზე „დავოსის დღის წესრიგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირმა ყოველწლიურად 360 მლრდ ევროს ინვესტირება უნდა ჩადოს მისი ენერგეტიკის ტრანსფორმაციაში. ამ რიცხვის მიღწევა კი რეალურია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაერთიანებით“, - განაცხადა მან.

ფონ დერ ლეინემა ასევე აღნიშნა, რომ 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის განულების გარდა, ევროკავშირი ასევე აპირებს განახორციელოს ხარისხიანი ნახტომი ახალი ციფრული ეკონომიკის მშენებლობაში. ამისთვის ევროკომისიამ მიზნად დაისახა მეოთხედით გაზარდოს მიკროჩიპების წარმოება ევროკავშირში.

კოკა კვირკველია