რომელ ქვეყნებს უწესებს აშშ ყველაზე ხშირად სანქციებს ბაიდენის პრეზიდენტობისას

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შედარებით, გაპრეზიდენტების პირველივე წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების დაწესების პრიორიტეტები შეცვალა.

2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაზე მეტი სანქცია (სანქციების სიაში შემავალი სუბიექტებისა და ობიექტების რაოდენობის მიხედვით) ჩინეთის, ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დააწესა. ამასთან ერთად, რუსეთმა ახალი სამიზნეების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც SDN-ის (სპეციალურად ამოცნობილი მოქალაქეების) სიაში შეიყვანეს, ბელარუსს ადგილი დაუთმო. სიაში რუსეთის 95 მოქალაქეა, ბელარუსის კი 96. სიის ლიდერი ჩინეთია, დამატებითი 100 სანქცირებული ობიექტით. აღნიშნული კვლევა ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის (CNAS) ექსპერტების მიერ არის ჩატარებული.

რამდენ ობიექტს დაუწესა აშშ-მ სანქციები 2021 წელს:

  • ჩინეთი - 100
  • ბელარუსი - 96
  • რუსეთი - 95
  • მიანმარი - 76
  • ბულგარეთი - 67
  • ირანი - 35
  • მექსიკა - 32
  • კოსოვო - 26
  • სირია - 25
  • ჯამში: 765

საერთო ჯამში, გასულ 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა SDN სიაში 765 ობიექტი დაამატა. შედარებისთვის, 2020 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები 777 ფიზიკურ პირს, კომპანიას და ორგანიზაციას დაუწესა. მაშინ სიის პირველ ადგილზე იყო ირანი, მეორეზე კი ვენესუელა.

რომელი სანქციები იყო გათვალისწინებული და რომელი - არა

SDN- ის სიაში შეყვანა ნიშნავს აშშ-ის იურისდიქციაში მყოფი პირის აქტივების გაყინვას, აშშ-ის მოქალაქეებისთვისა და კომპანიებისთვის სანქცირებულ პირთან ბიზნესის კეთების აკრძალვას. როგორც წესი, ასეთ სანქციებს ექვემდებარებიან ფიზიკური პირები და კომპანიები, თუმცა აკრძალვებს შესაძლოა, დაექვემდებაროს მატერიალური ობიექტებიც - გემები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები. შესაბამისად, 2021 წელს აშშ-ს ხელისუფლებამ სანქციების სიაში შეიტანა სულ 17 ხომალდი, რომლებიც Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობასთან არიან დაკავშირებულები.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბოლოდან მოყოლებული რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით, ამერიკა რუსეთის უმსხვილესი ბანკების წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს განიხილავს.

როგორ შეიცვალა სანქციები ბაიდენის დროს

2021 წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების პოლიტიკა თავიდან განიხილა. გადასინჯვისას ერთ-ერთი ცვლილება “მრავალმხრივი მიდგომები“ იყო. რაც გულისხმობს იმას, რომ სანქციების დაწესებისას შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, გადაწყვეტილება მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად მიიღოს.

ბაიდენის გუნდის კიდევ ერთი დასკვნა არის ის, რომ სანქციები ფრთხილად უნდა იყოს მიღებული, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგები თავად აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის. შედარებისთვის, ტრამპის დროს დერიპასკას ალუმინის კომპანია Rusal-ის წინააღმდეგ სანქციების ეპიზოდი გახდა მამოტივირებელი იმისა, რომ ალუმინის ფასებმა მსოფლიოში მოიმატა, რუსალის ევროპულ საწარმოებს კი პრობლემები შეუქმნა. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ კომპანიის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნა, თუმცა ამისთვის შეერთებულმა შტატებმა დერიპასკას მაკონტროლებელ აქციონერებს პოსტის დატოვება მოსთხოვა.

რაც შეეხება ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა ტრამპის დროს დაწესებული სანქციების ნაწილი, ეკონომიკური შეზღუდვების პოლიტიკა მაინც გრძელდება. 2021 წელს აშშ-ს ხაზინამ სანქციები დაუწესა ჩინელ ოფიციალურ პირებს.

ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციების თავისებურება პირველივე წელს იყო მაგნიტსკის კანონის მიხედვით, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის - 173 პირის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელთაგან 67 იყო ბულგარეთის მოქალაქე.

(წყარო - rbc)

თეონა რამაზაშვილი