ქალი ლიდერის აღზევება - მარტა ორტეგა პერესი, Zara-ს იმპერიის მემკვიდრე

Zara-ს წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორტეგას კლანის უმცროსი შვილი, მარტა ორტეგა პერესი. მილიარდერ ამანსიო ორტეგას უმცროსი ქალიშვილი, მარტა ორტეგა პერესი მრავალმილიარდიანი საერთაშორისო საცალო ბრენდის Zara-ს მემკვიდრე იქნება.

Zara საერთაშორისო საცალო ბრენდია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებისა და სტილის ამინდს ქმნის. ბევრს აინტერესებს, როგორ აკეთებს ამას ბრენდი? მოდის ბრენდის წარმატების საიდუმლო მარტა ორტეგა პერესია.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ამანსიო ორტეგა, კონგლომერატის დამფუძნებელი და მსხვილი აქციონერია, რომელიც ტანსაცმლის 7 კომპანიას ფლობს - მათ შორის Massimo Dutti, Bershka და Zara, Inditex. Zara-მ 1854-ზე მეტი მაღაზიით მთელს მსოფლიოში 96 ქვეყნის დაპყრობა მოახერხა. ქსელის მაღაზიები განლაგებულია ისეთი ძვირად ღირებული ბრენდების გვერდით როგორიცაა Cartier, Chanel, Dior და Louis Vuitton.

2-1642773413.jpg

კარიერის დასაწყისი

მარტა ორტეგა პერესმა კარიერა ლონდონში, Zara-ში გაყიდვების ასისტენტად დაიწყო. 2007 წელს ლონდონის უნივერსიტეტის ევროპული ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი მამის ერთ-ერთ ბიზნესში, გამყიდველად დაიქირავეს. თავისი უნარებისა და პრინციპების გამოყენებით, რომელიც მან სკოლაში ისწავლა, წლების განმავლობაში ახერხებდა უფრო მაღალ პოზიციებზე ასვლას, მათ შორის Zara -ს მშობელ კომპანიაში, Inditex-ში, მერჩენდაიზინგისა და ბრენდინგის გამყიდველის პოზიციაზე. ის მამის კომპანიაში ათ წელზე მეტია რაც მუშაობს.

მარტამ Zara -ში მუშაობა დიპლომის მიღებისთანავე დაიწყო. მედიასთან საუბარში გაიხსენა, რომ პირველი კვირა მისთვის ნამდვილი განსაცდელი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ სამუშაო გარემოს ფეხს ვერ აუწყობდა. თუმცა, ჯიუტი ხასიათის გამო, არ დანებდა და ლონდონში, King's Road-ზე არსებული მაღაზიის წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.

მისი თქმით, სწორედ გამყიდვლად მუშაობა დაეხმარა მას შეესწავლა ბრენდი და მომხმარებლის ხასიათი.

3-1642773455.jpg

Zara-ს წარმატების საიდუმლო რეცეპტი

მარტას, მამამისის მსგავსად, ურჩევნია იჯდეს ჩვეულებრივ ოფისში სხვა თანამშრომლებთან ერთად. იგი თვლის, რომ ტექნოლოგია და მოდა, ხელოვნება და ფუნქციონალობა უნდა იყოს გადაჯაჭვული, რათა ხალხმა სიამოვნებით იყიდოს მათი ტანსაცმელი. სწორედ მარტას დამსახურებაა, რომ ბრენდს აქვს კარგად ჩამოყალიბებული წარმოების სისტემა, რომელიც მოიცავს ცხრა ქარხანას და ცხრა სადისტრიბუციო ცენტრს მხოლოდ ესპანეთში. მათ ასევე აქვთ კიდევ ერთი სადისტრიბუციო ცენტრი ნიდერლანდებში და დაახლოებით ორი ათასი მიმწოდებელი თურქეთში, ინდოეთში, მაროკოში და ჩინეთში.

მარტამ შეძლო Zara-სთვის ეფექტური მიწოდების ჯაჭვის შემუშავება. ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც მარტამ დანერგა, არის დაბალი მარაგის შენარჩუნება, რაც ეფექტურია. ამ სტრატეგიით, საერთაშორისო მსხვილი კონკურენტები, როგორიცაა Topshop, Aritzia და H&M იბრძვიან, რომ Zara-ს კონკურენცია გაუწიონ.

მარტას ხელმძღვანელობის დროს Zara-მ წელიწადში 450 მილიონზე მეტი ქალის ტანსაცმლის გაყიდვა შეძლო.

ახალგაზრდა ქალმა თავისი უნარებითა და ნიჭით მამისა და Inditex-ის დირექტორთა საბჭოზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ 2022 წლის 1-ლი აპრილიდან მოდის იმპერიას, როგორც არააღმასრულებელი თავმჯდომარე მარტა უხელმძღვანელებს.

Inditex-ის თავმჯდომარე პაბლო ისლა აღწერს მას, როგორც ძალიან თავმდაბალ და მტკიცე პიროვნებას. ყველა მოელის, რომ მარტას როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან კომპანია უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მდგრადობას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. რაც შეეხება მარტას, ის ამბობს, რომ არ აპირებს ოფიციალური ლიდერის როლის შესრულებას, მაგრამ ღიაა ამისთვის.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი