„ქარხნის შენობა უკვე დასრულებულია“ - როდის გამოჩნდება ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები ადგილობრივ ბაზარზე

„ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის შენობა უკვე დასრულებულია“, - ამის შესახებ შპს „ნადი გრუპის“, ლოკოკინების ფერმის ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ხელსაწყო-დანადგარების შეძენაზე მიმდინარეობს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კი, წარმოება დაიწყება.

ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.

როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა, თუმცა, ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნის შესაბამისი ოდენობით გამოჩნდება.

„საქართველოს ბაზარი ნელ-ნელა ეჩვევა ამკულტურას. სამწუხაროდ, ტურიზმის კლების გამო, ლოკოკინების მიმართ ინტერესი ცოტა შენელდა რესტორნებიდან და მაღაზიებიდან. თუმცა, იმედია, დამთავრდება თუ არაპანდემია, ისევ იფეთქებს ტურიზმი და ჩვენს პროდუქტზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება ნახევარფაბრიკატების ქარხანას, მშენებლობა უკვე დასრულებულია. ახლა ხელსაწყო-დანადგარებზე ვმუშაობთ მომწოდებლებთან. ვარჩევთ და ვფიქრობთ, რომ ზაფხულში, დაახლოებით, აგვისტოს ბოლოს წარმოება უკვე დაიწყება. პროდუქტი ძირითადად ექსპორტზე გავა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდება იმ მოცულობით, როგორიც იქნება მოთხოვნა“, - ამბობს მერაბ ნადარაია.

ნინი ქეთელაური