ოქროს თასი და Apollo 11 რაკეტები - საგანძური და ძვირფასეულობა, რომელიც ზღვის ფსკერზე იქნა აღმოჩენილი

წყალი დედამიწის ზედაპირის თითქმის ¾ მოიცავს და არც არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ადამიანისთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სფერო უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს.

2021 წელს მყვინთავებმა წყლის ქვეშ მოულოდნელი და საოცრად ძვირად ღირებული საგანძური აღმოაჩინეს. მათ შორის მონეტები, ომის ნადავლი და ფასდაუდებელი არქეოლოგიური ნივთები.

ერთ-ერთ საინტერესო აღმოჩენად ითვლება ოქროს მონეტები, რომლებიც 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მონეტები 1840 წელს სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩაძირულ გემში 1990-იან წლებში აღმოაჩინეს.

წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო აღმოჩენას:

2-1642831238.jpg

Steamboat Pulaski ჯიბის საათი - 1 ,000 დოლარი

Pulaski-ს 1838 წელს 200 მგზავრით გავსებული ნავით მერილენდში მდიდარი სამხრეთელები გადაჰყავდა, როდესაც ნავი ჩაიძირა. 200 მგზავრიდან ნახევარზე მეტი ცოცხალი ვერ გადარჩა. 2018 წელს კვლევითმა ფირმამ Blue Water Ventures International -მა გარდაცვლილთა და გემის ნაშთები აღმოაჩინა. მათ შორის იყო ძვირად ღირებული ჯიბის საათიც.

3-1642831314.jpg

Hội An-ის ჭურჭელი - 119 400 დოლარი

1990-იანი წლების დასაწყისში ვიეტნამის სანაპიროდან დაახლოებით 22 მილის მოშორებით ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც, ადგილობრივმა მეთევზეებმა უნიკალური ჭურჭელიც შეამჩნიეს.

1996 წელს დაიწყო გათხრითი სამუშაოები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ გემში დიდი ოდენობით ძვირფასი ჭურჭელი ინახებოდა. ეს არის ძირითადად მე-15 და მე-16 საუკუნეების ლურჯი და თეთრი ფაიფურის ჭურჭელი. საერთო ჯამში, დაახლოებით 250 000 ერთეული. ბორტზე ნაპოვნი ყველაზე ძვირფასი ნივთები იყო სამი დრაკონის დოქი, რომლებიც აუქციონზე 79 500, 63 000 და 57 500 დოლარად გაიყიდა.

4-1642831341.jpg

ოქროს თასი - 413 000 დოლარი

1622 წელს ესპანური გალეონის სანტა მარგარიტას ჩაძირვის შემდეგ, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად უძველესი ოქროს თასი აღმოაჩინეს. ითვლება, რომ თასი ეკუთვნოდა მდიდარ მგზავრს. ნივთი 2015 წელს ნიუ-იორკში აუქციონზე 413 000 დოლარად გაიყიდა.

Apollo 11 რაკეტები - 10 მილიონი დოლარი

1969 წელს ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი Apollo 11 რაკეტით კოსმოსში გაიჭრნენ. ამას მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდებოდა. 2013 წელს ამაზონის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა ეკიპაჟს ატლანტის ოკეანის ფსკერიდან ორი სარაკეტო ძრავის ნაწილების აღმოსაჩენად დიდძალი თანხა გადაუხადა. თავად რაკეტის ნაშთების ფასი კი დაახლოებით 10 მილიონი დოლარია.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი