მთავრობამ "RMG Gold"-ს სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის უფლება 2020 წლამდე მისცა

მთავრობამ "RMG Gold"-ს სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის უფლება 2020 წლამდე მისცა.

"RMG Gold"-ს კაზრეთის სატყეოს მიმდებარედ, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებულ მიწის ფართობებზე (74 630 კვ/მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა, მათ შორის ხე-მცენარეების მოჭრა შეეძლება.  თუმცა საკომპენსაციო ღონისძიების სახით, "RMG Gold"-მა 2015 წლის 15 მარტიდან 1-ელ მაისამდე 8.0 ჰექტარ ფართობზე (ბოლნისის სატყეო უბნის დარბაზის სატყეო კვარტალ №40-ის ლიტერ №24-ში 1.0 ჰა ფართობი, ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტერ №7-8-ში - 3.0 ჰა, დმანისის სატყეო უბნის დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებულ საკოლმეურნეო ტყეში - 2.0 ჰა, პატარა დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებულ საკოლმეურნეო ტყის - 2.0 ჰა) 2015 წლის 15 მარტიდან 1-ელ მაისამდე ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.