მარტინ სკორსეზე - ამერიკის პატარა იტალიურ დასახლებაში გაზრდილი ბიჭის ისტორია, რომელმაც ჰოლივუდში ასობით მილიონი გამოიმუშავა

მარტინ სკორსეზეს ისტორიების თხრობის უნიკალურმა უნარმა ის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ რეჟისორად აქცია. გენიოსმა წლების განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ჟანრის ფილმი გადაიღო. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. თუმცა წარმატების მიღწევა მისთვის ნამდვილად არ ყოფილა ადვილი - ბევრი იბრძოლა, იშრომა და გაჭირვება გადალახა, სანამ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებას შექმნიდა.

სკორსეზემ თავისი ქონება ძირითადად კინორეჟისორობით გამოიმუშავა. მან ისწავლა რეჟისურა და ჰოლივუდისკენ გზა დამოუკიდებლად გაიარა. ფილმის გარდა, სკორსეზემ ძალები მუსიკაშიც მოსინჯა. იგი არის შთაგონება მომავალი თაობებისთვის, რომლებსაც სურთ სცადონ ბედი ჰოლივუდში.

ადრეული წლები

მარტინ ჩარლზ სკორსეზე 1942 წლის 17 ნოემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. იტალიელ-ამერიკულ ოჯახში დაბადებული ბიჭი მანჰეტენში არსებულ პატარა იტალიურ დასახლებაში გაიზარდა.

სკორსეზეს მშობლები, ჩარლზი და კეტრინი, ნახევარ განაკვეთზე მსახიობებად მუშაობდნენ. სწორედ მშობლების ცხოვრების წესმა მოახდინა სკორსეზეზე გავლენა, იგი კინემატოგრაფიით ბავშვობიდან დაინტერესდა. თუმცა, მარტინის ხედვას მშობლები არ იზიარებდნენ და იგი ძალიან უცნაურ ბიჭად მიაჩნდათ. ასთმის გამო, სკორსეზეს ბავშვობაში ბევრი აქტივობა შეზღუდული ჰქონდა.

მორწმუნე კათოლიკედ აღზრდილი სკორსეზე თავდაპირველად ფიქრობდა მღვდელი გამხდარიყო. მოგვიანებით, რვა წლის ასაკში მან დახატა თავისი სიუჟეტი სტრიქონით "რეჟისორი და პროდიუსერი მარტინ სკორსეზე".

მის მშობლებს არ ესმოდათ მისი კინომანია, მაგრამ სკორსეზემ თავიდანვე იგრძნო, რომ სწორ გზას ადგა - მოზარდობის პერიოდში მის მიერ შექმნილმა 10-წუთიანმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 500 დოლარის სტიპენდია დაიმსახურა. დიპლომის მიღების შემდეგ, სკორსეზემ სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, როგორც ფილმის ძირითადი ტექნიკისა და კრიტიკის მასწავლებელი.

პირველი მხატვრული ფილმი

მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო “ვინ აკაკუნებს ჩემს კარზე“. ის პირველად 1969 წელს გამოვიდა და მთავარ როლში ჰარვი კეიტელი მონაწილეობდა. შემდგომ წლებში სკორსეზე ხშირად მუშაობდა კეიტელთან.

სკორსეზე აღშფოთებული იყო კენტის შტატის ოთხი სტუდენტის მკვლელობით, რომლებიც ვიეტნამის და ზოგადად ომს აპროტესტებდნენ. თავის ზოგიერთ სტუდენტთან ერთად შექმნა ჯგუფი სახელწოდებით New York Cinetracks Collective, რათა სტუდენტური პროტესტი გადაეღო.

შედეგი იყო ფილმი "ქუჩის სცენები", რომელიც 1970 წელს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე აჩვენეს. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ აშშ-მ ვიეტნამიდან ჯარები გაიყვანა და რეზერვის ოფიცერთა მომზადების კორპუსი აშშ-ს ყველა კოლეჯის კამპუსში დაიხურა.

სკორსეზემ ჰოლივუდში დამკვიდრება 1970-იან წლებში დაიწყო. მან თითქმის ყველა ჟანრის ფილმი გადაიღო. მათ შორის, მხატვრული ფილმები, დოკუმენტური ფილმები და ა.შ.

1972 წელს მისი კარიერის აყვავებას “Boxcar Bertha“ გაუხსნა გზა. სკორსეზემ 1973 წელს გაიცნო რობერტ დე ნირო, რომელიც მანჰეტენის პატარა იტალიის იმავე უბანში იზრდებოდა. მათ დაიწყეს თანამშრომლობა, რომელიც შემდგომში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორისა და მსახიობის ტანდემი გახდა.

სკორსეზეს ყველაზე ცნობილი ნამუშევრები

სკორსეზეს პირველი მხატვრული ფილმი, I Call First1 1967 წელს გამოვიდა. შემდეგ ის ვუდსტოკში რეჟისორის ასისტენტი და მთავარი რედაქტორი იყო.

1969 წელს, როკ კონცერტის 10 საათზე მეტი გადაღებული კადრები 3- საათიან ფილმად გადააქცია, რომელმაც საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ოსკარის ჯილდო მიიღო. 1970 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი “ქუჩის სცენები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ“. მის კარიერაში კი გარდამტეხი მომენტი იყო Boxcar Bertha დადგმა 1972 წელს. სკორსეზეს კიდევ ერთი წარმატება 1973 წელს Mean Streets გახდა.

განსაკუთრებული ხედვით, როდესაც ის რობერტ დე ნიროსა და კეიტელთან ერთად გაერთიანდა, სკორსეზემ სასწაულები მოახდინა ეკრანზე.

მისმა გენიალურმა ფილმებმა სკორსეზე არა მხოლოდ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ადამიანად აქციეს, არამედ მან შეძლო უკვე შემდგარი ვარსკვლავების თავიდან აღმოჩენაც კი. მათ შორის არის ლეონარდო დიკაბრიოც.

მარტინ სკორსეზეს დღეს თამამად შეიძლება ეწოდოს კინორეჟისორის ლეგენდა, რომელმაც კარიერა დაუხმარებლად, თავისი ნიჭით და დაუღალავი შრომით შეიქმნა.

დღეს სკორსეზე 150 მილიონი დოლარის მფლობელია.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი