2021 წელს საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 24,8%-ით გაიზარდა და 758,930 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტში ზრდა გვქონდა 41,2%, იმპორტის მიმართულებით კი მატება იყო 15,6%. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოდან უკრაინაში განხორციელდა 307,309 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი (2020 წელს - 217,524 მლნ დოლარი), იმპორტირებული კი იქნა 451,621 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია (2020 წელს - 390,508 მლნ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში.
Top-10 პროდუქტი, რაც 2021 წელს უკრაინაში ვიყიდეთ:
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 77,960 მლნ დოლარი
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 23,124 მლნ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 21,168 მლნ დოლარი
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 18,784 მლნ დოლარი
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 14,394 მლნ დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 11,183 მლნ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 9,896 მლნ დოლარი
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 8,890 მლნ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 7,652 მლნ დოლარი
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 7,476 მლნ დოლარი
Top-10 პროდუქტი, რაც 2021 წელს უკრაინაში გავყიდეთ:
- მსუბუქი ავტომობილები - 88,061 მლნ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 43,432 მლნ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 38,039 მლნ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 26,203 მლნ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 25,151 მლნ დოლარი
- ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 20,462 მლნ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15,330 მლნ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 6,796 მლნ დოლარი
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 6,398 მლნ დოლარი
- ფეროშენადნობები - 4,934 მლნ დოლარი