რატომ უფასურდება კრიპტოვალუტა - ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 30 000 დოლარამდე დაეცეს

კრიპტოვალუტის ბაზრებზე ბიტკოინმა 3.4% დაკარგა და საშუალოდ, 35 000 დოლარად ივაჭრება, შაბათს კი 34,000 დოლარამდეც დაეცა, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება თითქმის განახევრდა, რადგან ნოემბერში მისი რეკორდული პიკი 69 000 დოლარს შეადგენდა.

ტრეიდერები ამბობენ, რომ ინსტიტუციური ინვესტორები კრიპტოვალუტის მიმართ მხარდაჭერას ზრდიან, რაც მჭიდრო კავშირშია რისკების ისეთ აქტივებთან, როგორიც არის აქციები. Nasdaq Composite-ის ინდექსმა გასულ კვირას 2020 წლის მარტის შემდეგ ვაჭრობის ყველაზე ცუდი კვირა აჩვენა. გაყიდვებმა ციფრული აქტივების უმეტესობა დააზარალა. მაგალითად, მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ღირებულება შაბათს 2440 დოლარამდე დაეცა, რაც ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი იყო.

ინვესტორების განცხადებით, რისკის მქონე აქტივების გაყიდვა მოჰყვა მოლოდინს, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი იმაზე მეტად გაზრდიდა საპროცენტო განაკვეთებს, ვიდრე ამას ბაზარზე ერთი თვის წინ პროგნოზირებდნენ. ამჟამად უკმაყოფილო ბაზრები მცირე შანსითაც კი არ მოელიან, რომ მიმდინარე კვირას სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთებს გაზარდის. თუმცა იმედოვნებენ, რომ პირველი ნაბიჯი მარტში გადაიდგმება და განაკვეთი 0.25%-მდე, წლის ბოლომდე კი კიდევ სამჯერ, 1.0%-მდე გაიზრდება.

„კრიპტო ტრეიდერები აქციათა პორტფელების რისკებს ამცირებენ, რის გამოც ბიტკოინი უფასურდება და შესაძლოა, 30 000 დოლარის დონემდე ისე ჩამოვიდეს, რომ დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს,“ - აცხადებს OANDA-ს ამერიკული ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი, ედვარდ მოია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ