ლარი მცირედით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 3 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 1.9970 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 31 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0557 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0587 ლარი შეადგინა.