დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები მარტო მოგზაურობისთვის - რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიოს მასშტაბით თანმხლების გარეშე მოგზაურობას მილიონობით ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. მათთვის მარტო მოგზაურობა ახალ თავგადასავლებთან და ახალი ადამიანების გაცნობასთან ასოცირდება. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში მარტო მოგზაურობა შესაძლოა, საშიშიც კი იყოს.

გამოცემა Usebounce მარტო მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს ასახელებს.

კვლევისას მათ ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორებიცაა გასართობების რაოდენობა, კვების ობიექტები, კრიმინალის დონე, ფასები და სხვა. Usebounce-მ ქვეყნები 0-დან 10 ქულამდე შეაფასა.

რეიტინგში პირველი ადგილი ისლანდიამ 7.29 ქულით დაიკავა. ქვეყანას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უსაფრთხოების კუთხით აქვს, რადგან ისლანდიაში დანაშაული ძალიან იშვიათად ხდება.

მე-2 ადგილი დაიკავა მალტამ 6.34 ქულით. გამოცემა წერს, რომ მალტის მზიანი და ქვიშიანი სანაპიროები ტურისტების საყვარელი მიმართულებაა. ტურისტული ობიექტების სიმრავლესთან ერთად მალტაში კრიმინალის დონე საკმაოდ დაბალია.

რეიტინგში მე-3 ადგილზეა - პორტუგალია 6.21 ქულით, მე-4-ზე ხორვატია 6.20 ქულით, მე-5-ზე კი ესპანეთი 5.88 ქულით.

ათეულში ასევე შედიან: ბელიზი - 5.88 ქულით; მონტენეგრო - 5.82 ქულით; იაპონია - 5.67 ქულით; სლოვენია - 5.58 ქულით და ირლანდია - 5.48 ქულით.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოწინავე პოზიციაზეა საქართველოც და 5.41 ქულით მე-13 ადგილს იტალიასთან ერთად იკავებს.

ბექა ბერიაშვილი