10 უმდიდრესი ბლოგერი მსოფლიოში - როგორ მივაღწიოთ მილიონ დოლარიან ბიუჯეტს

ბლოგინგი შესაძლოა, ადამიანები უმეტესობისთვის სახალისო და დასასვენებელ აქტივობად აღიქმებოდეს. პოპულარული ბლოგერისგან მკითხველი ელის ხარისხს და საინტერესო შინაარსს.

დღეს მსოფლიოში ბევრი ცნობილი ბლოგერი არსებობს, თუმცა მათგან ცოტამ თუ შეძლო ეს საქმიანობა შემოსავლის მსუყე წყაროდ ექციათ. რამდენიმე წარმატებული ბლოგერი დღეს მილიონებს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგინგი მიმზიდველ კარიერად გამოიყურება, მას შრომა და თავდადება სჭირდება.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს 10 ბლოგერს, რომლებიც ყველა ჩამოთვლილი თვისების გამო, დღეს წარმატების მწვერვალზე არიან:

10. არიანა ჰაფინგტონი

არიანა ჰაფინგტონი The Huffington Post-ის თანადამფუძნებელია. 2021 წელს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერი გახდა. მან პოპულარობა 2005 წელს მოიპოვა, მსოფლიო აღიარება კი 2011 წელს, როდესაც სრულფასოვანი მედია იმპერია ააშენა. გვერდის ძირითადი შემოსავალი არის დაფინანსებული რეკლამები და ბანერები. მისი ქონება დაახლოებით 250 მილიონი დოლარია.

9. ტიმ საიკსი

კიდევ ერთი სახელია ტიმ საიკსი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ბლოგერების სიაში ჩნდება. მან ფული DVD კურსების გაყიდვით გამოიმუშავა, რომლებიც ადამიანებს ასწავლიან თუ როგორ ივაჭრონ აქციებით. გარდა ამისა, მას ჰყავს 1.2 მილიონზე მეტი მიმდევარი სოციალურ მედიაში, რითიც ცალკე ყოველთვიურ სოლიდურ შემოსავალს იღებს. ტიმმა 2007 წელს დააარსა ვებ-გვერდი TimothySkykes.com. თავისი ბლოგებიდან ის ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონ დოლარს შოულობს.

8. პიტერ როხასი

პიტერ როხასი ბლოგების ინდუსტრიაში 2004 წლიდან ჩანს. იგი არის Engadget ვებ-საიტის დამფუძნებელი. ფულის უმეტეს ნაწილს პირდაპირი რეკლამებიდან გამოიმუშავებს. მის ვებ-გვერდზე განთავსებულია გასართობი თამაშები და აქტივობები, აპარატურის მიმოხილვები და ტექნოლოგიური პროდუქტები.

7. პერეზს ჰილტონი

პერეზ ჰილტონი ცნობილი ბლოერი და მედია სახეა. მისი “ჭორიკანა“ ბლოგი Perez Hilton შოუბიზნესის ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია. ჰილტონმა დაწერა ისტორიები ისეთ ვარსკვლავებზე, როგორიცაა ლედი გაგა, ჯონი დეპი და მაილი საირუსი და ა.შ. მისი ქონება 41,3 მილიონი დოლარია.

6. კიარა ფერანჯი

კიარა ფერანჯი მოდის ვებსაიტის Theblondesalad.com-ის მფლობელია. მან ბლოგინგი 2009 წელს დაიწყო, რამაც მთელს მსოფლიოში რამდენიმე ქალი შთააგონა. ფერანჯიმ დაიწყო ბლოგის წერა ცხოვრებისეული გამოცდილების, ფულისა და დედის ოჯახური ცხოვრების შესახებ. იგი წელიწადში დაახლოებით 35 მილიონი დოლარს გამოიმუშავებს.

5. რენდ ფიშკინი

რენდ ფიშკინმა დააარსა Moz.com, რომლის მიზანი იყო კონტენტ მარკეტინგის გაადვილება და SEO-ს, შემომავალი მარკეტინგის და ლინკ-ბილდინგის ინსტრუმენტების შექმნა. დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი, რომელსაც მსოფლიოს SEO ექსპერტები უჭერენ მხარს. Moz.com წელიწადში 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

4. ბრაიან კლარკი

ბრიტანელი დრამატურგი და მწერალი, CopyBlogger.com-ის დამფუძნებელი კლარკი ყოველწლიურად 32 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. იგი ბლოგებს მეწარმეობის, მწერლობის და მოგზაურობის შესახებ წერს.

3. პიტ კეშმორი

კეშმორის საიტი - "Mashable" მოიცავს ყველაფერს სოციალური მედიიდან, ბიზნესიდან და ტექნოლოგიებიდან დაწყებული, გართობასა და ცხოვრების წესამდე დამთავრებული. პეტიმ "Mashable" მასინ შემქნა როდესაც იგი 19 წლის იყო. იგი მხოლოდ ამ პლატფორმიდან თვეში 600,000 დოლარს გამოიმუშავებს.

2. სარა ტიტუსი

სარა ტიტუსმა შექმნა SarahTitus.com, ვებ-გვერდი, რომელიც მკითხველს ეხმარება მიაღწიოს ჯანსაღი სამუშაო-ცხოვრების ბალანსს. გარდა ამისა, მის ბლოგებს შეუძლია ხალხს აუმაღლოს მოტივაცია და მისცეს რჩევები ფულის ეფექტური გამომუშავებისთვის. SarahTitus.com წელიწადში 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

1. მელისა გრიფინი

მელისა გრიფინმა ბლოგინგი 2013 წელს დაიწყო. თავდაპირველად იგი წერდა მეწარმეობაზე, ფულის გამომუშავებასა და ბიზნეს სტრატეგიებზე. მოგვიანებით გრიფინმა გახსნა ახალი საწარმო, "უსაზღვრო მეწარმე", რომელიც საშუალებას აძლევს ბევრ ადამიანს შექმნას პოდკასტი. MelyssaGriffin.com-ს წელიწადში 25 მილიონი დოლარი მოაქვს.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი