80,5 მლნ ლარი ერთ წელში - რომელმა სამინისტრომ გასცა ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი პანდემიურ 2020 წელს

პანდემიურ 2020 წელს სახელმწიფო უწყებებში დანამატის სახით ჯამურად 248,8 მლნ ლარი გაიცა. მათ შორის, ყველაზე მეტი დანამატი, კერძოდ, 80,5 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა. 2019 წელს სახელმწიფო უწყებებმა სახელფასო დანამატის სახით 234,5 მლნ ლარი გასცეს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებშია აღნიშნული.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, უწყებების მიერ 2020 წელს გაცემული დანამატების შესახებ:

  • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1 მლნ ლარი
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 91 185 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია -316 477 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 31 650 ლარი
  • ფინანსთა სამინისტო -2,8 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 103 782 ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 57 176 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 5,2 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დასცვის სამინისტრო - 6,6 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 5 627 ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 10, 7 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 80,5 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1,5 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2020 წელს ჯერ კიდევ ერთ უწყებას წარმოადგენდა) - 929 671 ლარი
ნინი ქეთელაური